მიშელ პლატინის კორუფციაში დასდეს ბრალი და დააკავეს

844

ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირის (UEFA) ყოფილი პრეზიდენტი მიშელ პლატინი კორუფციაშია ეჭვმიტანილი.

საფრანგეთის პოლიციამ პლატინი პარიზის შემოგარენში დილას დააკავა. გამოძიება 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზატორი ქვეყნის არჩევნებს ეხება. როგორც ცნობილია, მასპინძელი ქვეყანა კატარი გახდა.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 29 ივლისს ბრიტანულმა BBC-მ განაცხადა, რომ კატარის ხელისუფლებამ PR სერვისებისა და ცენტრალური დაზვრევის სამმართველოს აგენტების დახმარებით სხვა ქვეყნების დისკრედიტაცია მოახდინა.