მოდილიანის ნამუშევარი ხელოვნურმა ინტელექტმა აღადგინა

568

ხელოვნური ინტელექტის, რენტგენის სხივებისა და 3D–ბეჭდვის დახმარებით ექსპერტებმა იტალიელი ექსპრესიონისტი მხატვრის, ამადეო მოდილიანის ნამუშევარი “გოგონას პორტრეტი” აღადგინეს.

ნამუშებვარზე მხატვრის პირველი სიყვარული, ჟურნალისტი და პოეტი ბეატრის ჰასტინგსია გამოსახული და ის1917 წლით თარიღდება.

“სტანდარტული მათემატიკური მეთოდების გამოყენებით, შეგვიძლია დავინახოთ მოდილიანის ნამუშევრების კიდეები და კონტურები ისე, როგორც ისინი თავდაპირველად იყო დახატული. ხელოვნური ინტელექტის თანამედროვე მეთოდები ასევე საშუალებას იძლება აღვადგინოთ ფერი და საღებავის ტექსტურა”, – აცხადებს ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მეცნიერი, ენტონი ბურაჩედი.