მოთხოვნაზე “bad writers” Google “სამეფო კარის თამაშების” სცენარისტებს აჩვენებს

956

თუ Google-ში ჩაწერთ “bad writers”, პირველივე პასუხად “სამეფო კარის თამაშების” სცენარისტების დევიდ ბენოფისა და დენ უაისის სურათებს იხილავთ. იმედგაცრუებულმა თაყვანისმცემლებმა გადაწყვიტეს ასე ეძიათ შური სერიალის შემქმნელებზე.

მაისის დასაწყისში Reddit-ზე გაჩნდა ჩანაწერი, რომელიც “სამეფო კარის თამაშების” ყველა ფანატს მოუწოდებდა შეეცვალათ Google-ს ალგორითმი, რათა მოთხოვნაზე “bad writers” ადამიანებს საშუალება ჰქონოდათ სერიალის სცენარისტების სურათით დამტკბარიყვნენ. ჩანაწერმა 44 ათასი თანხმობა მოაგროვა.