მოლაშქრეთა ფესტივალი ლაგოდეხის ტყე-პარკის ტერიტორიაზე გაიმართება

1221

მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაცია 5, 6 და 7 ივლისს გიწვევთ 2019 წლის სალაშქრო ფესტივალზე, რომელიც ჩატარდება ლაგოდეხის ტყე-პარკის ტერიტორიაზე. ღონისძიების პარტნიორები არიან ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი.

„ბანაკს ტრადიციულად დავცემთ პარასკევს, 5 ივლისს. ასევე ტრადიციულად გელით გრანდიოზული კონცერტი მუსიკალურ ჯგუფებთან ერთად.

ღონისძიების განმავლობაში მონაწილეებს საშუალება ექნებათ ჩაერთონ გასართობ და შემეცნებით აქტივობებში, გაეცნონ მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაციისა და მისი კლუბების მომავალ ღონისძიებებს. ჩაერთონ შემოთავაზებულ თამაშებში. 3 დღის განმავლობაში დაბანაკდნენ და გაატარონ სასიამოვნო დრო მეგობრულ და პოზიტიურ გარემოში.

მოლაშქრეთა ფესტივალი საერთო ინტერესების მქონე ადამიანების დაახლოვების ბრწყინვალე საშუალებაა. არ გამოტოვოთ მოლაშქრეთა ყველაზე დიდი თავყრილობა

თვალი ადევნეთ მიმდინარე ღონისძიებას, ჩვენ აქტიურად მოგაწვდით ინფორმაციას სიახლეების შესახებ. დასწრება თავისუფალია“, – წერია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ოფიციალურ facebook გვერდზე.