ბრაზილიელი მომღერალი და გიტარისტი ჟოაო ჟილბერტო 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მუსიკოსი ავადმყოფობდა და ის რიოში საკუთარ სახლში გარდაიცვალა.
ჟოაო ჟილბერტო პრადუ დე ოლივეირა ბრაზილიელი მომღერალი და გიტარისტი, ასევე ტომ ჟობიმთან ერთად ბოსა-ნოვას დამფუძნებელი იყო.
ლათინურ მუსიკაში ბოსა ნოვა გამორჩეული და პოპულარული მუსიკალური ჟანრია. ის მე-20 საუკუნის შუა ხანებში შეიქმნა. სწორედ ჯილბერტოს ბინ ბონ ითველბა ბოსა ნოვას პირველ სიმღერად. იგი მუსიკოსმა1956 წელს შექმნა.
ჟილბერტომ ბინ ბონის შთაგონება მდინარე სან-ფრანცისკოს ნაპირებზე სეირონობისას მიიღო. მან დაინახა როგორ დადიოდნენ სველ ქვიშაზე ფეხშიშველი მრეცხავი ქალები, რომლებსაც თავზე ტვრითი ჰქონდათ შემოდებული, სწორედ მათი ფეხის ხმისა და რიტმის ინსპირაციით შექმნა მუსიკოსმა ეს ნაწარმოები .