ცნობილი ბრიტანელი შემსრულებელი Jessie J 2019 წლის 6 აგვისტოს „ბლექ სი არენაზე“ კონცერტს გამართავს. აღნიშნული ინფორმაცია საკონცერტო დარბაზის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
მომღერალს მსოფლიოს მასშტაბით 3 მილიონი ალბომი და 20 მილიონი სინგლი აქვს გაყიდული.
ბილეთების გაყიდვა დაიწყება ხვალ 8 მაისს, საღამოს 20:00 საათზე და ბილეთის ფასი 50-დან 250 ლარამდე იქნება.