მონა ლიზას ასლი რეკორდულ თანხად გაიყიდა

440

ლეონარდო და ვინჩის “მონა ლიზას” XVII საუკუნეში უცნობი იტალიელი მხატვრის მიერ შექმნილი ასლი, Christie’s ონლაინ–აუქციონზე 2,9 მილიონ ევროდ გაიყიდა.

“ეს სიგიჟეა და ასლისთვის აბსოლუტური რეკორდია”, – განაცხადა სააუქციონო სახლის წარმომადგენელმა.

ვაჭრობაში 14 მყიდველი მონაწილეობდა, ბოლო წუთებში ლოტის ფასი 500 მილიონი ევროდან 2,4 მილიონ ევრომდე ავიდა.

საუბარია ნამუშევარზე ე.წ. The Hekking Mona Lisa, რომელმაც სახელი ერთ–ერთი ყოფილი მფლობელისგან, ანტიკვარ რეიმონდ ჰეკინგისთან მიიღო. სწორედ ის ამტკიცებდა, რომ ტილო ლეონარდო და ვინჩის ნამუშევარია.

ჰეკინგის ვერსიით, ჯოკონდა პარიზის ლუვრში 1911 წლამდე ინახებოდა, ხოლო ცნობილი ძაცრვის შემდეგ მუზეუმს ასლი დაუბრუნდა, ხოლო ორიგინალი მის კოლექციაშია.