მონიკა ბელუჩი და მისი ყოფილი ქმარი წითელ ხალიჩაზე კამერების წინ ერთად პოზირებდნენ

848

ცნობილი მსახიობები მონიკა ბელუჩი და ვინსენტ კასელი განქორწინების შემდეგ საზოგადოების წინაშე პირველად გამოჩნდნენ.

უცხოური მედიის ცნობით, ყოფილი ცოლ-ქმარი ვენეციის 76-ე კინოფესტივალზე იმყოფებოდა და წითელ ხალიჩაზე კამერების წინ ერთად პოზირებდა. პაპარაცების ფოტოობიექტივმა რამდენიმე დამაინტრიგებელი ფოტოც აღბეჭდა, სადაც კარგად ჩანს, როგორ უყურებს კასელი ყოფილ ცოლს.

ვინსენტ კასელი 14 წლის მანძილზე მონიკა ბელუჩიზე იყო დაქორწინებული. მას 2013 წელს დაშორდა და 21 წლის მოდელზე, ტინა კუნაკიზე აგვისტოში დაქორწინდა.