მრგვალ ბაღში მოსახლეობის განწყობაზე ამჯერად გია ნიკოლაძემ იზრუნა.
როგორც საქართველოს საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაციაში აცხდებენ, ეს არის მათი საჩუქარი თბილისის მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც ქალაქიდან გასვლას ვერ ახერხებს.
“ვეცდებით ზაფხულის ცხელი საღამოები გავუხალისოთ და ქალაქიდან გაუსვლელად, დასვენების საშუალება მივცეთ თბილისელებს”, – აცხადებენ GERA-ში.
შეგახსენებთ, რომ შემდეგი ღონისძიებები მრგვალ ბაღში 23 და 30 აგვისტოს გაიმართება.























