მსახიობები ელიზა ტეილორი და ბობ მორლეი დაქორწინდნენ

658

სერიალ „ასის“-ის მსახიობები ელიზა ტეილორი და ბობ მორლეი დაქორწინდნენ. ტეილორმა სასიხარულო ამბავიტვიტერზე დაწერა და აღნიშნა, რომ ძალიან ბედნიერები არიან.

“ჩემს საუკეთესო მეგობარზე და მონათესავე სულზე ბობ მორლეიზე დავქორწინდი. ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ და გთხოვთ პატივი სცეთ ჩვენს განმარტოებას ამ მომენტში“.

ცნობისთვის, სერიალის პირველი სეზონის პრემიერა 2014 წელს შედგა. ის წარმატებულად აგრძელებს გამოსვლას და უკვე მეშვიდე სეზონიც დამტკიცებულია, რომელიც მომავალ წელს გამოვა ტელეეთერით.