კანადელი მსახიობი გეიბ კაუტი 46 წლის ასაკში გარდაიცვალა. როგორც Twitter–ში მისი მეგობარი, მსახიობ პიტერ კლამსი წერს, გეიბი ვანკუვერის შემოგარენში მოტოციკლეტით მიდიოდა, რა დროსაც გულის შეტევა დაემართა.
სულ მსახიობმა 80 ფილმსა და სერიალში მიიღო როლი, მათ შორის “იგი” (1990), “ერნესტი სკოლაში”, “ზებუნებრივი” და “ლემონი სნიკეტი: 33 უბედურება”.