მსახიობი და პროდიუსერი სიდ ჰეიგი გარდაიცვალა

419

ამერიკელი მსახიობი და პროდიუსერი სიდ ჰეიგი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ Variety წერს.

რა გახდა მსახიობის გარდაცვალების მიზეზი უცნობია. გავრცელებული ცნობით, უბედური შემთხვევის გამო ის საავადმყოფოში მოხვდა.

სიდ ჰეიგი მონაწილეობდა შემდეგ ფილმებში:  „ჯეკი ბრაუნი“, „მოკალი ბილი-2“ და „ბრილიანტები სამუდამოდ“.