მსახიობი დევიდ ჰედისონი გარდაიცვალა

807

92 წლის ამერიკელი მსახიობი დევიდ ჰედისონი გარდაიცვალა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ფილმში  „ჯეიმს ბონდი“ მსახიობმა ფელიქს ლეიტერის როლი შეასრულა. მისი პარტნიორი კი  ბონდის როლში სერ როჯერ მური იყო. „ჯეიმს ბონდში“ მსახიობმა იგივე როლი 16 წლის შემდეგ შეასრულა, სადაც ბონდს ტიმატი დალტონი თამაშობდა.