რომში 84 წლის ასაკში იტალიელი მსახიობი კარლო დელე პიანე გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო ANSA ავრცელებს.
70-წლიანი კარიერის მანძილზე კარლო დელე პიანე 100-ზე მეტ ფილმში გადაიღეს, მათ შორის არის „პოლიციელი და ქურდები“, „ამერიკელი რომში“, „მონაზონი მონციდან“, „ჟერარის თავგადასავლები“ და სხვები. ფილმ „საშობაო საჩუქარში“ შესრულებულმა როლმა კი მას ვენეციის კინოფესტივალის „ვერცხლის ლომი“ მოუტანა.