ქართული თეატრის და კინოს მსახიობი მარინა ჯანაშია 71 წლის ასაკში გარდაიცვალა .
მარინა ჯანაშიას რუსთაველის, მარჯანიშვილის და სხვა ქართულ თეატრებში ათეულობით როლი აქვს შესრულებული, მათ შორის შექსპირის, მოლიერის, მიხეილ ჯავახიშვილის და თანამედროვე ქართველი დრამატურგების ნაწარმოებების მიხედვით შექმნილ სპექტაკლებში.