მსახიობი პეგი ლიპტონი 72 წლის ასაკში გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, მისი გარდაცვალების მიზეზი ონკოლოგიური დაავადება გახდა.
პეგი ლიპტონს პოპულარობა ფილმ „ტვინ პიკსში“ ნორმა ჯენინგსის როლის შესრულებამ მოუტანა.
1971 წელს დრამატულ სერიალში, ქალის საუკეთესო როლის შესრულებისთვის მსახიობს მიღებული აქვს „ოქროს გლობუსი“. ის რამდენჯერმე იყო ნომინირებული პრემია „ემი“-ზე.
1974 წელს პეგი ლიპტონი ცოლად გაჰყვა ცნობილ მუსიკოსს კვინსი ჯონსს.