მსახიობი რასი ტეილორი 75 წლის ასაკში გლენდეილში გარდაიცვალა. ტეილორი მინი მაუსის ოფიციალური ხმა იყო.
“რასი ტეილორის გარდაცვალებასთან ერთად მინი მაუსმა ხმა დაკარგა. 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მინი და რასი ერთად მუშაობდნენ, რათა მილიონობით ადამიანი აგაეხალისებინათ. ჩემთვის დიდი პატივი იყო მასთან ერთად მუშაობა. თავს იმით ვიმსვიდებთ, რომ მისი ნამუშევრები დიდხანს გაახალისებენ მრავალ თაობას. ჩვენ ძალიან დაგვაკლდება რასი”, – განაცხადა
Walt Disney Company–ს დირექტორმა, ბობ აიგერმა.
აღსანიშნავია, რომ რასი ტეილორი ასევე ახმოვანდებდა პერსონაჟებს სხვადასსხვა მულტიპლიკაციურ და მხატვრულ ფილმებში.