ამერიკელი მსახიობი კარმინ კარიდი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსახიობმა ლეგენდარულ ფილმ “ნათლიმამაში” ორი როლი შეასრულა. ფილმის მეორე სერიაში მან ნიო–იორკელი ბანდიტის, კარმინ როსატოს, ხოლო მესამე სერიაში ჩიკაგოს დანაშაულებრივი დაჯგუფების ბოსის, ალბერტა ვოლპეს როლი შეასრულა.
2004 წელს კარიდი ამერიკული კინოაკადემიიდან გარიცხეს, რადგანაც ის ათობით ფილმის ასლს ფულის სანაცვლოდ აძლევდა.