მსახიობი რუტგერ ჰაუერი გარდაიცვალა

671

მსახიობი რუტგერ ჰაუერი 75 წლის ასაკში ნიდერლანდებში გარდაიცვალა.

რუტგერ ჰაუერმა პირველი ცნობილი როლი სერიალ “ფლორისში” 1969 წელს მიიღო. 1973 წელს პოლ ვერჰოვენთან ერთად გადაღებული ფილმი “თურქული სიამოვნება” ოსკარზე იყო ნომინირებული.

ჰაუერი კიბორგ როი ბეტის როლს ასრულებდა რიდლი სკოტის საკულტო სამეცნიერო ფანტასტიკაში, Blade Runner-ში.