მსახიობი ჯენიფერ ლოურენსი დაქორწინდა. უცხოური ტაბლოიდების ცნობით, ლოურენსი საქმროსთან ერთად ნიუ-იორკში, ქორწინების ბიუროსთან დააფიქსირეს, თუმცა მსახიობის წარმომადგენლებს ოფიციალური კომენტარი ამ თემაზე ჯერ არ გაუკეთებიათ.
ჯენიფერმა და კუკმა ურთიერთობა გასული წლის ზაფხულში დაიწყეს და 2019 წლის თებერვალში დაინიშნენ. კუკ მერუნი ნიუ-იორკის არტ-გალერეის უფროსია.