ჯექსონ პოლოკი – NO. 5 (1948)
2006 წელს დევიდ გეფენმა ეს ტილო დევიდ მარტინეზს 140 მილიონ დოლარად მიჰყიდა.

როი ლიხტენშტეინი – MASTERPIECE
1962 წელს შექმნილი პოპ–არტის ლეგენდარული ნამუშევარი 165 მილიონი დოლარი ღირს.

ამადეო მოდილიანი – NU COUCHE
იტალიელმა მხატვარმა, ამადეო მოდილიანიმ ეს შედევრი 1917 წელს დახატა. დღეს კი მისი ფასი 170 400 000 დოლარია.

პაბლო პიკასო – LES FEMMES D’ALGER (VERSION O)
პიკასოს მიერ დახატული, 15 ნამუშევრისგან შემდგარი სერიის ერთ–ერთი ტილო 2015 წელს 179,4 მილიონ დოლარად გაიყიდა.

მარკ როტკო – NO:6 (VIOLET, GREEN AND RED)
მარკ როტკო მიეკუთვნება მხატვართა იმ რიცხვს, რომელთაც რევოლუცია მოახდინეს აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის სტილში. ეს ნამუშევარი კი რუსმა ბიზნესმენმა დიმიტრი რიბოლოვლევმა 2014 წელს 186 მილიონ დოლარად შეიძინა.

ჯექსონ პოლოკი – NO. 17A
ამ ტილოს შეძენა, ამერიკელ მილიარდერ კენეთ სი გრიფინს დაახლოებით 200 მილიონი დოლარი დაუჯდა.

პოლ გოგენი – NAFEA FAA IPOIPO
1892 წელს პოლ გოგენის მიერ შესრულებული ტილო, მსოფლიოს ერთ–ერთი ყველაზე ძვირადღირებული ნამუშევარია. 2015 წელს ყატარის მუზეუმმა ის კერძო კოლექციონერისგან, რუდოლფ სტახელინისგან 300 მილიონ დოლარად შეიძინა.

პოლ სეზანი – ბანქოს მოთამაშეები
ეს ლეგენდარული ნამუშევარი კი ყატარის ოჯახმა კერძო კოლექციონერისგან 2011 წელს 274 მილიონ დოლარად შეიძინა.

უილემ დე კუნინგი – INTERCHANGE
1955 წელს დახატული აბსტრაქტული ნამუშევარი 300 მილიონ დოლარად ფასდება.

ლეონარდო და ვინჩი – სალვატორ მუნდი
ლეონარდო და ვინჩის მიერ 500 წლის წინ შესრულებული ნახატი, ცნობილი, როგორც სალვადორ მუნდი 450 300 000 დოლარად გაიყიდა
