ჩინეთში, დასინის საერთაშორისო აეროპორტი ოფიციალურად გაიხსნა. ის მსოფლიოში უდიდესი საჰაერო ჰაბია. ამის შესახებ Reuters წერს.
ახალ აეროპორტს 4 ასაფრენი ბილიკი აქვს და 2025 წლისთვის ის წელიწადში 72 მილიონ მგზავრს მოემსახურება.
მშენებლობის პროცესი 5 წელი გრძელდებოდა. პროექტი მსოფლიოში ყველაზე ცნობილ არქიტექტორ ზაჰი ჰადიდს ეკუთნის. აეროპორტის მშენებლობაზე ჯამში 63 მილიარდი დოლარი დაიხარჯა.