მსოფლიო ბეტმენის 80 წლის იუბილეს აღნიშნავს

501

მსოფლიო, ერთ-ერთი პოპულარული სუპერგმირის ბეტმენის 80 წლის იუბილეს აღნიშნავს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.  

საზეიმო ღონისძიებები მსოფლიოს 11 ქვეყანაშია დაგეგმილი. ბეტმენის იუბილე  პირველებმა იაპონელებმა აღნიშნეს. იაპონელებმა ერთ-ერთ ცათამბჯენზე ბეტმენის სიმბოლო გამოსახეს.

ბეტმენი – გამოგონილი სუპერგმირია, რომელიც DC Comics-ის ამერიკული კომიქსების პერსონაჟია. მისი ავტორები არიან მხატვარი ბობ კეინი და მწერალი ბილ ფინგერი. პერსონაჟის დებიუტი შედგა 1939 წელს, „დეტექტიური კომიქსების“ 27 ნომერში.