მულტფილმების შემქმნელი გორდონ ბრესაკი გარდაიცვალა

1100

ამერიკელი სცენარისტი და მულტფილმების შემქმნელი გორდონ ბრესაკი 68 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია Instagram-ზე მისმა ვაჟმა ჯეიმსმა გამოაქვეყნა. გავრცელებული ცნობით ბრესაკი ბოლო წლებში მძიმე დაავადებას ებრძოდა.

„უფრო მეტად მომენატრები, ვიდრე შენ ეს წარმოგიდგენია. მადლობა ყველაფრისთვის, რაც მე მასწავლე“, – დაწერა ჯეიმსმა. მან ასევე აღნიშნა, რომ გორდონ ბრესაკს ხალხის გართობა უყვარდა და გამომწერებს სთხოვა, მამის მიერ შექმნილი რომელიმე მულტფილმი ენახათ.

1990-იან წლებში ბრესაკმა ცნობილი ისეთი ამერიკული მულტფილმები შექმნა, როგორიცაა „იხვების ისტორიები“, „შავფრთა იხვი“, „პინკი და ბრეინი“ და სხვები. კოლეგებთან ერთად ბრესაკს „ემის“ სამი ჯილდო აქვს მოგებული.