მწერალი ჯუდიტ კერი გარდაიცვალა

1365

მწერალი და მხატვარი ჯუდიტ კერი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კერი 1923 წელს გერმანიაში, გერმანულ–ებრაულ ოჯახში დაიბადა. 10 წლის შემდეგ, ნაცისტების ხელისუფლებაში მოსვლამდე მან მშობლებთან ერთად სამშობლო დატოვა.

ჯუდიტ კერი ბრიტანეთის იმპერიის ორდენის ოფიცერი და ისეთი ნაწარმოებების ავტორი და ილუსტრატორი იყო, როგორებიცაა “ვეფხვი, რომელიც ჩაის დასალევად მოვიდა”, “როგორ მოიპარა ჰიტლერმა ვარდისფერი კურდღელი”, “დაბნეული მაული” და სხვა.