ნაომი კემპბელი დედა პირველად გახდა

519

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოდელი, ნაომი კემპბელი დედა პირველად გახდა. 50 წლის მოდელმა, ჩვილ გოგონასთან ერთად გადაღებული ფოტო საკუთარი „ინსტაგრამის“ გვერდზე შემდეგი წარწერით გამოაქვეყნა: „ამაზე დიდი სიყვარული არ არსებობს. ჩემმა პატარა ანგელოზმა დედად მე ამირიჩია“.