2019 წლის 30 სექტემბერსა და პირველ ოქტომბერს მასშტაბური აუქციონი გაიმართება, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა კინოფილმების რეკვიზიტი გაიყიდება.
სულ გასაყიდად 900 ლოტია მომზადებული, მათ შორის ფილმიდან “გლადიატორი” რასელ ქროუს აბჯარი, ჯეკ ნიკოლსონის ნაჯახი ფილმიდან “ნათება” და სხვა. აუქციონის ლოტების ღირებულება 7,5 მილიონი დოლარია.