ნიკი მინაჟმა 2019 წლის 18 ივლისს დაგეგმილი კონცერტი საუდის არაბეთში, ადამიანის უფლებების დარღვევის გამო გააუქმა.
“ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე არ ჩავატარო კონცერტი Jeddah World Fest–ზე. მიუხედავად იმისა, რომ მე ძალიან მინდოდა მეჩვენებინა შოუ საუდის არაბეთში მცხოვრები თაყვანისმცემლებისთვის, მიმაჩნია, რომ უნდა მოვახდინო ქალთა უფლებების, ლგბტ ადამიანების და თვითგამოხატვის თავისუფლების მხარდაჭერის დემონტრაცია”, – განაცხადა მომღერალმა.