ნიკოლას პიტერს ბერჰემ უფროსი: ფერწერის თეოკრიტე

1190

1620 წლის 1 ოქტომბერს, ჰარლემში ჰოლანდიელი მხატვარი ნიკოლას პიტერს ბერჰემ უფროსი დაიბადა.

ნიკოლას პიტერს ბერჰემმა 800–ზე მეტი ტილო დახატა, რომლებიც XVII-XIXსს ხელოვნების მოყვარულთა შორის დიდი პოპულარობით სარგებლობენ.

მასვე ეკუთვნის 50–80 გრავიურა და დაახლოებით 500 კალიგრაფიული ნამუშევარი.

გარდა ამისა, ბერჰემი ადამიანებისა და ცხოველების ფიგურებს ხატავდა ისეთი მხატვრების ტილოებზე, როგორებიც არიან: ალარტ ვან ევერდინგენი, იან ჰაკარტი, ჰერარდ დოუ, მეინდერტ ჰობემი, უილემ შელინქსი.

ხელოვნებაში 14 წლისა ჩაერთო, მისი პირველი მასწავლებელი მამამისი იყო. მოგვიანებით ნიკოლასი იან ვან ჰოიენის სახელოსნოში აგრძელებს სწავლას და ზუსტად მაშინ იღებს ფსევდონიმს “ბერჰემი.”

1642 წლიდან ბერჰემი წმინდა ლუკას სახელობის გილდიის წევრია.

1642 წლიდან მას მოწაფეები ჰყავს. როგორც მისი მოსწავლე, ვან ჰუზუმი წერდა, ბერჰემის გაკვეთილები მუდამ ხალისითა და სიცილის თანხლებით მიმდინარეობდა.

1646 წელს ნიკლას ბერჰემმა კატარინა კლას დე გროტზე იქორწინა. 1656 წელს საკუთარი სახლიც შეიძინა, გახდა გილდიის დეკანი, ხოლო ორ წელიწედში ოსტატის წოდებაც მიიღო. 1677 წელს ბერჰემი საცხოვრებლად ამსტერდამში გადავიდა.

ნიკოლას პიტერს ბერჰემ უფროსი 1683 წელს გარდაიცვალა. ის ვესტერკერკის ტაძარშია დაკრძალული.