ნიკოლას ქეიჯი მეუღლესთან ერთად საზოგადოებაში პირველად გამოჩნდა

547

მსახიობი ნიკოლას ქეიჯი მეხუთე მეუღლესთან ერთად საზოგადოებაში პირველად გამოჩნდა. წყვილი 14 ივლისს  ლოს-ანჯელესში ფილმ Pig-ის პრემიერაზე იმყოფებოდა. აღნიშნულ კინოსურათში ქეიჯი მთავარ როლს ასრულებს, შესაბამისად პრემიერაზე მისი დასწრება მოსალოდნელი იყო, თუმცა ის ფაქტი, რომ მსახიობი პრემიერას 26 წლის მეუღლესთან ერთად დაესწრო საზოგადოება გააკვირვა. ცნობისთვის, წყვილმა ქორწილი 2021 წლის თებერვალში გადაიხადა.