ნიკოლოზ წულუკიძეს წითელი ჯვრის კეთილი ნების საპატიო ელჩის წოდება მიენიჭა

652

ნიკოლოზ წულუკიძეს წითელი ჯვრის კეთილი ნების საპატიო ელჩის წოდება მიენიჭა. ინფორმაციას საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პიარ მენეჯერს, თეატრმცოდნე  ნიკოლოზ წულუკიძეს ეს ჯილდო ჟენევაში, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთავრის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა ფრანჩესკო როკამ და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდეტმა ნათია ლოლაძემ მიანიჭეს.

აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზ წულუკიძე რამდენიმე წელია აქტიურად თანამშრომლობს წითელ ჯვართან და უანგაროდ ეხმარება მის ხანდაზმულ ბენეფიციარებს.