ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრების გამოფენა ესტონეთში

755

ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრები ქალაქ დიუსელდორფის ხელოვნების მუზეუმის შემდეგ (K20-Kunstsammlung NRW) ტალინში, ესტონეთის ხელოვნების მუზეუმში (MikkelMuseum) გამოიფინება სახელწოდებით – Pirosmani: TheWorldof a LonelyGenius. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული მუზეუმი ავრცელებს.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციიდან წარმოდგენილი იქნება ნიკო ფიროსმანაშვილის მიერ შესრულებული დიპტიქი „ორთაჭალის ტურფა” და „ნატურმორტი დოშებით”. ესტონეთის ხელოვნების მუზეუმში ასევე გამოიფინება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმის (სოფ. მირზაანი) კოლექციაში დაცული მხატვრის ორი ნამუშევარი – „მალაკნების ქეიფი” და „ხილის დუქანი”.

გამოფენის მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმი (სოფ. მირზაანი), საქართველოს ეროვნული მუზეუმი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და საქართველოს საელჩო ესტონეთში.

დამთვალიერებლებს ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრების ნახვის შესაძლებლობა 2019 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით ექნებათ.