ნინი ბადურაშვილმა მსოფლიო იახტების დაჯილდოების ცერემონიაზე იმღერა

1030

მომღერალმა ნინი ბადურაშვილმა მსოფლიო იახტების დაჯილდოების ცერემონიაზე იმღერა. ამის შესახებ მან საკუთარ facebook გვერდზე დაწერა.

„მიხარია, რომ მომეცა საშუალება მემღერა მსოფლიო იახტების დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოს სახელით და კომპანია Azimut Yachts Georgia  ეგიდით, სადაც კომპანია ყველა წარდგენილ ნომინაციაში გახდა გამარჯვებული.⭐️ მადლობა Giorgi Chikvaidze ამ დღესასწაულის ორგანიზებისთვის“, – წერს ნინი ბადურაშვილი.