ნინო ქათამაძე რუს მსმენელს სიყვარულში უტყდება

1176

ქართველმა მომღერალმა ნინო ქათამაძემ უკრაინულ ტელეარხ 1+1-თან საუბარში რუსეთში კონცერტების შეწყვეტა განიხილა და განაცხადა, რომ რუსი მსმენელი ძალიან უყვარს.

„ეს არის ფაქიზი, ფრთხილი, ძალიან მნიშვნელოვანი თემა არა მხოლოდ ჩემს მუსიკალურ ცხოვრებაში, არამედ ორ ქვეყანას, ხალხებს შორის ურთიერთობებში. ჩემი გადაწყვეტილების მიუხედავად მინდა ვთქვა, რომ ძალიან მიყვარს რუსი მსმენელი“, – განაცხადა ქათამაძემ.