ნიუ-იორკის მოდის კვირეული დაიწყო

887

ნიუ-იორკის მოდის კვირეული დაიწყო. ჩვენება ირინა შეიკმა გახსნა. კვირეულის ფარგლებში უკვე გაიმართა რამდენიმე ჩვენება, მათ შორის Brandon Maxwell-ის და Ralph Lauren-ის. მათ 2020 წლის გაზაფხულის კოლექცია წარმოადგინეს.

Brandon Maxwell-მა ახალი კოლექცია გამოირჩეოდა როგორც ნაზი, კლასიკური და ასევე ყოველდღიური, დახვეწილი სამოსის ელემენტებით. კოლექციაში ძირითადად შავი, მწვანე და კრემისფერი ფერები სჭარბობდა.

Ralph Lauren-მა კი წარმოადგინა დახვეწილი სამოსი. დიზაინერის ახალ კოლექციაში ძირითადად შავი, თეთრი, წითელი და ლურჯი ფერები დომინირებდა.  Lauren-ის კოლექცია სუპერმოდელმა ჯიჯი ჰადიდმა გახსნა.

ნიუ-იორკის მოდის კვირეული 13 სექტემბერს დაიხურება.