პაბლო პიკასოს ნამუშევარი “მარია–ტერეზა” სააქუციონო სახლ Christie’s-ის მიერ გამართულ აუქციონზე, ნიუ–იორკში, 103 მილიონ დოლარად გაიყიდა.
ლოტის ფინალურმა ფასმა 90 მილიონი დოლარი შეადგინა, თუმცა ყველა დამატებითი გადასახადოს გათვალისწინებით მყიდველს 103,41 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევს.
აღსანიშნავია, რომ ვაჭრობის დაწყებამდე ექსპერტებმა ტილო 90 მილიონ დოლარად შეაფასეს.
#AuctionUpdate Pablo Picasso, 'Femme assise près d'une fenêtre (Marie-Thérèse)' realizes $103,410,000 after over 19 minutes of bidding! pic.twitter.com/G7oVzG5KMA
— Christie's (@ChristiesInc) May 14, 2021