ამერიკის შტატ ნიუ–ჯერსის მილტაუნის რეგიონში, ყოველწლიური დღესასწაული “ზაზუნას დღე”, ქალაქის ზაზუნის გარდაცვალების გამო გაუქმდა.
“დიდი მწუხარებით ვიუწყებით, რომ მილტაუნ მელი ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ზაზუნა სულ 3 წელს ცოცხლობს, ეს დიდი შოკი არ ყოფილა, მაგრამ მელმა წლის მძიმე დროს მიგვატოვა. ახლა მის ძმებს სძინავთ. ვეცადეთ მისი შემცვლელი გვეპოვა, მაგრამ უშედეგოდ”, – აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.