ნიქ ქეივის ახალი ალბომი 2 ნაწილად გამოვა

826

ავსტრალიელი მუსიკოსი ნიქ ქეივი ახალ ალბომს გამოუშვებს. ამის შესახებ Rolling Stone  წერს. ეს ინფორმაცია მუსიკოსის ლეიბლმა – „Nick Cave and the Bad Seeds“-მა დაადასტურა.

ალბომის სახელწოდებაა – „მოჩვენება“ (Ghosteen) და ის ორ ნაწილად გამოვა. პირველ ნაწილში 8 სიმღერა შევა, ხოლო მეორეში – 3. როგორც თავად მუსიკოსი ამბობს, ალბომის მეორე ნაწილი „მშობლებია“, ხოლო პირველი – „შვილები“.