ბარაკ და მიშელ ობამების საპროდიუსერო კომპანია Higher Ground Productions ექვს ახალ პროექტს შექმნის, რომლებიც ამერიკულ სერვის Netflix-თან ერთად იწარმოება.
“ბარაკ და მიშელ ობამების საპროდიუსერო კომპანია Higher Ground Productions, Netflix-თან ერთად რამდენიმე პროექტის შექმნის შესახებ იუწყება”, – წერია სტრიმინგ–სერვისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ ახალ ნამუშევრებს შორის იქნება ოთხი მხატვრული, ერთი სერიალი და დოკუმენტური ფილმების სერია.