ბრიტანელმა როკ–მუსიკოსმა ოზი ოსბორნმა აშშ––ს პრეზიდენტის წინასაარჩევნო შტაბს შეტყობინება გაუგზავნა, რომლის მიხედვითაც დონალდ ტრამპს ეკრფძალება ოსბორნის სიმღერების გამოყენება თავის წინასაარჩევნო კამპანიაში.
“იმის გათვალისწინებით, რომ ოზი ოსბორნის სიმღერა “Crazy Train” არასანქცირებულად იქნა გამოყენებული, ჩენ გავუგზავნეთ ტრამპის შტაბს შეტყობინება იმის შესახებ, რომ მათ ეკრძალებათ ოსბორნის მუსიკის გამოყენება პოლიტიკურ რეკლამასა და კამპანიაში”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ოსბორნის ცოლი, შერონი აქვეყნებს.