ოზურგეთში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.„გურიის მოამბის“ ინფორმაციით, გარდაცვლილი მამაკაცი მსახიობი გია ფარსადანაშვილია. ის ოზურგეთის თოჯინების თეატრის მსახიობი და ყოფილი ადმინისტრატორი იყო. ცნობილია, რომ მსახიობი ბოლო პერიოდში მარტო ცხოვრობდა.
შს სამინიტროს ინფორმაციით გამოძიება 108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.