მსახიობმა ოლეგ ბასილაშვილმა სანქტ–პეტერბურგში საკუთარი წიგნი “პალატა №26. საავადმყოფოს ისტორია” წარადგინა.
“მგონია, რომ ახლა კინემატოგრაფი და ლიტერატურა იმ მდგომარეობაში არიან, როდესაც ხალხი ცდილობს იპოვოს გამოხატვის საშუალება, რათა მკითხველის, მსმენელის, მაყურებლის ყურადღება მიიპყრონ და სამწუხაროდ, ამას იშვიათად ახერხებენ. როგორც წესი ჩვენ ვერ ვიღებთ პასუხებს კითხვებზე, რომლებიც გვიჩნდება. მე არ ვამბობ, რომ ჩემი წიგნი პასუხებს იძლევა, ის უფრო მეტ კითხვას სვამს. მინდა მისი წაკითხვის შემდეგ ჩნდებოდეს კითხვები, რომლებზეც პასუხი არ არსებობს”, – აცხადებს ბასილაშვილი.
წიგნში მოთხრობილია მსახიობის ბავშვობაზე, მშობლებზე, მეგობრებზე, თეატრზე, კინოსა და გასტროლებზე.
აღსანიშნავია, რომ ეს ოლეგ ბასილაშვილის მეორე წიგნია. 2012 წელს გამოიცა მისი მემუარები “ნუთუ ეს მე ვარ?! ღმერთო. . . “