22-23 ივნისს თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ჰოლგერ სიმონ პაულის „კონსერვატორია“ და ანდრე მესაჟეს „ორი მტრედი“ იქნება წარდგენილი. შესაბამისად, თბილისის საბალეტო ფესტივალის ფარგლებში, აღდგენილი ბალეტების პრემიერა გაიმართება.
„კონსერვატორია” თბილისის სცენაზე ავგუსტ ბურნონვილის ქორეოგრაფიით იქნება ნაჩვენები. დამდგმელი ბალეტმაისტერები ფრენკ ანდერსენი და ევა კლობორგი არიან.
დამდგმელი დირიჟორი ზაზა კალმახელიძე, ხოლო დირიჟორი ირაკლი ჩოლოყაშვილია.
„ორი მტრედი“ ფრედერიკ ეშტონის ქორეოგრაფიაა, დამდგმელი ბალეტმაისტერი- კრისტოფერ კარი; დამდგმელი დირიჟორი – ზაზა კალმახელიძე, ხოლო დირიჟორი- პაპუნა ღვაბერიძე.