ოსკაროსანი ვიოლა დევისი მიშელ ობამას როლს შეასრულებს

789

ოსკაროსანი ვიოლა დევისი ახალ სატელევიზო დრამაში „First Ladies“ მიშელ ობამას როლს შეასრულებს. ამის შესახებ The Hollywood Reporter წერს.

პირველი სეზონი მიშელ ობამას, ელეონორა რუზველტს და ბეტი ფორდს მიეძღვნება. სცენარზე აარონ კული მუშაობს.

ვიოლა დევისი პირველი შავკანიანი მსახიობი ქალია, რომელმაც ოსკარი, ემი და ტონი მოიგო. 2012 და 2017 წლებში ჟურნალმა Time დევისი მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სიაში შეიყვანა.

პროექტის ეკრანებზე გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.