ოქროს გლობუსის საპატიო ჯილდოს ტომ ჰენკსს გადასცემენ

430

ოქროს გლობუსის რიგით 77-ე დაჯილდოების ცერემონიაზე, ორი ოსკარის მფლობელ ამერიკელ მსახიობსა და პროდიუსერს ტომ ჰენკსს, სესილ დემილის სახელობის საპატიო ჯილდოს გადასცემენ. ინფორმაციას ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაცია ავრცელებს.

ადრე, ამ ჯილდოს მფლობელები იყვენენ კინოხელოვანები: უოლტ დისნეი, ჯოან კროუფორდი, გრეგორი პეკი, ალფრედ ჰიჩკოკი, ბეტ დევისი, ელიზაბეტ ტეილორი, ოდრი ჰეპბერნი, სოფი ლორენი, მერილ სტრიპი, ჯეფ ბრიჯესი, ოპრა უინფრი და ჯოდი ფოსტერი.

 ოქროს გლობუსის რიგით 77-ე დაჯილდოების ცერემოანი, 2020 წლის 5 იანვარს ჩატარდება.