კანის 72-ე კინოფესტივალის მთავარი პრიზი, „ოქროს პალმის რტო“ სამხრეთკორეელმა რეჟისორმა პონ ჯუნ ჰომ მიიღო. მათივე ცნობით ასეთი გადაწყვეტილება ფესტივალის ჟიურმა გამარჯვებულთა გამოვლენის საზეიმო ცერემონიაზე გაახმოვანა.
კანის კინოფესტივალის ჟიურმა, რომელსაც მექსიკელი რეჟისორი ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუ ხელმძღვანელობდა, კორეელი რეჟისორი ფილმ „პარაზიტებისთვის“ დააჯილდოვა. პონ ჯუნ ჰოს პრიზი ფრანგმა მსახიობმა კატრინ დენევმა გადასცა.
ფილმში მოქმედება ღარიბი კორეული ოჯახის გარშემო ვითარდება, რომელიც სხვების ხარჯზე ნებისმიერი მეთოდებით საკუთარი ფინანსური მდგომარეობის გამოსწორებას ცდილობს.