პაბლო პიკასოსა და ალექსანდრე კოლდერის ერთობლივი გამოფენა მალაგაში

542

მალაგაში პაბლო პიკასოსა და ალექსანდრე კოლდერის ერთობლივი გამოფენა გაიხსნა.

“ამერიკელი სკულპტორის კინეტიკური სისტემები ესპანელი მხატვრის მრუდე პროპორციებთან დიალოგში შედიან. ჩვენს წინაშეა უჩვეულო პიკასო. აქ წარმოდგენილ ნამუშევრებში ის აბსტრაქციასთან ახლოა. შეიძლება ითქვას, რომ გეომეტრიული ფორმებით თამაშობს. ალექსანდრე კოლდერი ამ მხრივ უფრო ღრმაა”, – აცხადებს პიკასოს მუზეუმის დირექტორი, ჰოსე ლებრერო.

აღსანიშნავია, რომ ოსტატების ნამუშევრების გაერთიანება მათმა შვილიშვილებმა გადაწყვიტეს.

გამოფენა 2020 წლის 2 თებერვლამდე გასტანს.