უდიდესი აბსტრაქციონისტის და კუბიზმის ფუძემდებლის 7 პერიოდი შვიდ სხვადასხვა ქალს უკავშირდება.
“მხატვარი რომ არ ყოფილიყო, აუცილებლად დონ ჟუანი იქნებოდა” – ამბობდა პაბლო პიკასოზე ფრანგი დრამატურგი ჟაკ კოკტო.
მაშ ვისაუბროთ გენიოსის საყვარელ ქალებზე.
ფერნანდა ოლივიე

პაბლო პიკასოს პირველი მუზის წოდება ფერნანდა ოლივიეს ერგო. პაბლო 23 წლის იყო, ხოლო ფერნანდა 18–ის. ის “ვარდისფერი პერიოდის” ფუძემდებელი გახდა. სწორედ ამ ქალთან ურთიერთობისას დაიწყო მხატვარმა ისეთი ტილოების ხატვა, რომლებსაც მყიდველი გამოუჩნდათ.

ფერნანდა გახდა პიკასოს “ავინიონელი ქალწულების” მოდელი. თავად მხატვრით თქმით, ფერნანდა თვითკმარი და თავდაჯერებული ქალი იყო. პაბლომ მხატვრული და სკულპტურული სერია “ფერნანდას თავიც” კი შექმნა.
გერტრუდა სტაინი

მწერალმა გერტრუდა სტაინმა პიკასო მაშინ მოინახულა, როდესაც ის ტილოს “ჩემი ლამაზმანი” ასრულებდა. ქალმა დარწმუნებით განაცხადა: “ეს ვერ იქნება ფერნანდა ოლივიე”. მართლაც, ტილოზე სხვა ქალი იყო გამოსახული – მარსელ უმბერი.

გერტრუდა მხატვრის საყვარლების რიცხვს არ მიეკუთვნება, თუმცა მისი გავლენა პიკასოს შემოქმედებაზე ძალიან ძლიერი იყო. ზუსტად მასთან მეგობრობის შემდეგ იმოგზაურა პიკასომ ანდორასა და გოსოლში, რამაც აფრიკული კულტურის გავლენით დაასრულებინა მას სტაინის პორტრეტი.
მარსელ უმბერი

ტილო “ჩემი ლამაზმანი” მარსელ უმბერისადმი სიყვარულის გამოხატულება გახდა. პარიზის ბოჰემა ამ ქალბატონს ევა გუელის სახელით იცნობდა და ის პაბლო პიკასოს საყვარელი 1912-1915 წლებში, სინთეტიკური კუბიზმის პერიოდში იყო.

“მე ის ძალიან მიყვარს და მის სახელს ჩემს ტილოებზე დავწერ”, – წერდა ერთ–ერთ წერილში პიკასო. თუმცა მათ სიყვარულს ხანგრძლივი ბედნიერება არ მოჰყოლია. 1915 წელს ევა ტუბერკულოზმა იმსხვერპლა.
ოლგა ხოხლოვა

ერთხელ ჟან კოკტომ პაბლო პიკასო ბალეტ “აღლუმის” გასაფორმებლად მოიწვია. სწორედ აქ გაიცნო მხატვარმა ბალერინა, ოლგა ხოხლოვა. ამ ქალმა პიკასოს ცხოვრებაში რევოლუციური იდეები შემოიტანა და მხატვარი კლასიკურ ჟანრში დააბრუნა.

მოგვიანებით ხოხლოვა პიკასოს პირველი ცოლი გახდა, ხოლო 1921 წელს მათ ვაჟი, პოლი შეეძინათ. ოლგას მცდელობებმა დაემორჩილებინა მეუღლის გემოვნება წყვილი დაშორებამდე მიიყვანა. 46 წლის ასაკში პიკასო 17 წლის მარია–ტერეზა ვალტერთან წავიდა.
მარია–ტერეზა ვალტერი

ამ ქალმა პიკასოს შემოქმედებაზე მნიშვნელოვნად იმოქმედა. ამ პერიოდში დადგა მხატვრის აღზევების ხანა. პაბლოზე შეყვარებული გოგონა პატიობდა მას ყველაფერს. მათი ინტერესები კი სრულიად განსხვავებული იყო.

1935 წელს მათ ქალიშვილი მაია შეეძინათ. ქალს იმედი ჰქონდა, რომ მხატვარი მასზე იქორწინებდა, მაგრამ ამაოდ. დაშორების შემდეგ პიკასო მას და შვილს ფინანსურად ეხმარებოდა.
დორა მაარი

29 წლის მხატვარი და ფოტოგრაფი ქალი, ჭკვიანი და ოდნავ გაუწონასწორებელი აღმოჩნდა. დორა მაარს პიკასო 9 წლის მანძილზე ხატავდა. ზუსტად მასთან ერთად შეიქმნა შედევრი – გერნიკა.

სხვათა შორის, დორამ გერნიკას შექმნის ისტორია ფოტო–ფირზე აღბეჭდა. მაარი პიკასოს ტილოებზე სამუდამოდ აღიბეჭდა, როგორც მტირალი ქალი.
ფრანსუაზა ჟილო

1943 წელს პაბლო პიკასოს ცხოვრება ერთ ქალთან ნაცნობობამ შეცვალა. ფრანსუაზა ჟილომ ათი წელი იცხოვრა მხატვართან და მათ ორი შვილი შეეძინათ.

ოჯახი ბედნიერი იყო. პაბლოსთან დაშორების შემდეგ ფრანსუაზამ დაწერა წიგნი “ჩემი ცხოვრება პიკასოსთან ერთად”.
ჟაკლინ როკი

პაბლო პიკასოს უკანასკნელი სიყვარული ჟაკლინ როკი, მხატვრის უდიდესი მუზა გახდა. ამიტომაც მხატვარმა მისი 400 პორტრეტი შექმნა. 34 წლის ქალი 79 წლის მხატვარს “თავის ბატონს” უწოდებდა და სხვა ცოლებსა თუ საყვარლებზე მეტად აღმერთებდა მას.
