მსახიობსა და მოდელს პამელა ანდერსონს ჟურნალ Vogues-თვის
პირველად გადაიღებენ. მან ჟურნალის ჩეხური ვერსიის ივლისის ნომრისთვის ფოტოსესიაში
მონაწილეობა უკვე მიიღო. Vogue Czechoslovakia–ს Instagram გვერდზე უკვე გამოქვეყნდა
გარეკანის სამი ვარიანტი. მათ ახლავთ წარწერა: „ვის სურს პამელა ანდერსონის მოკვლა?“
ასევე ჟურნალმა გამოაქვეყნა ვიდეო გადასაღები მოედნიდან, სადაც ანდერსონი კამერის წინ ცეკვავს.