პარიზის მოდის კვირეულზე Mugler-ის ჩვენება გაიმართა. მოდის სახლის შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა ქეისი ქადუალედერმა თეატრალური მოტივებით შექმნილი მოდელები წარადგინა.
ჩვენება მოდელმა ბელა ჰადიდმა გახსნა. ის შავი, თამამი ტანისამოსით გამოვიდა. მის ჩაცმულობას დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.